აპლიკაცია „ტელეგრამის“ აღმასრულებელი დირექტორი დააკავეს

25 აგვისტო 2024, 14:21 313 ნახვა

საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი დააკავა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, დუროვი ბურჟეს აეროპორტში აიყვანეს, როდესაც აზერბაიჯანიდან საკუთარი თვითმფრინავით დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია დუროვს ნარკოტიკებით ვაჭრობის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისა და თაღლითობის ხელშეწყობაში ადანაშაულებს, რაც სავარაუდოდ Telegram-ზე დაშიფრული შეტყობინებების მეშვეობით ხორციელდებოდა.

პაველ დუროვი რუსეთში დაიბადა და დუბაიში ცხოვრობს. მას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

Telegram-ის აპლიკაცია რუსეთში 2018 წელს აიკრძალა, მას შემდეგ, რაც დუროვმა უარი განაცხადა მომხმარებლის მონაცემების გადაცემაზე. აკრძალვა 2021 წელს გაუქმდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი