ბაკურიანი 2025

25 აგვისტო 2024, 12:06 90 ნახვა

"ბაკურიანი 2025"-ის -  ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის  საჯარო ღონისძიება გაიმართა ბათუმში. მიზანი ოლიმპიური ფესტივალის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ქვეყანაში ოლიმპიზმის განვითარებაა. ღონისძიებაზე სხვადასხვა შემსრულებელმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს, მოეწყო სპორტული და გასართობი აქტივობები.

ასევე, შედგა ფესტივალის ოფიციალური ვიდეო-რგოლის პრეზენტაცია. საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მომავალი წლის თებერვალში უმასპინძლებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში