აქცია სარფის საბაჟოსთან

07 აპრილი 2017, 00:00 13350 ნახვა

აქცია მიმდინარეობს თურქეთ-საქართველოს საზღვართან. აქციას  ოჯახის ახლობლები და საქართველოს ის მოქალაქეები მართავენ, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან სამუშაოდ თურქეთის ტერიტორიაზე. მათი განცხადებით,  თურქმა მებაჟეებმა  37 წლის როინ ლეონიძეზე, მის  მეუღლესა და სიდედრზე იძალადეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ  როინ ლეონიძეს  ოთხი თურქი მებაჟე  ფიზიკურად გაუსწორდა. ასევე, თვითმხილველები ამბობენ, რომ როინ ლეონიძე ხოფის საავადმყოფოშია გადაყვანილი. აქციის  მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს არ არის საბაჟოზე ძალადობის პირველი შემთხვევა და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი