უნგრეთში უკრაინელ ლტოლვილებს  უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ

22 აგვისტო 2024, 14:39 379 ნახვა

უკრაინიდან უნგრეთში ომს გაქცეულ ათასობით ადამიანს ღია ცის ქვეშ  უსახლკაროდ დარჩენა ან უკრაინაში იძულებით დაბრუნება ემუქრება-განცხადებას  არასამთავრობო ორგანიზაცია და გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს.  მიზეზად სახელდება ძალაში სესული კანონცვლილება, რომლის თანახმად, სახელმწიფო  ლტოლვილებისთვის საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფის პირობას ამკაცრებს. 

ახალი წესების თანახმად,  უკრაინის მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც  უნგრეთში  უკრაინის იმ რეგიონებიდან ჩავიდნენ, რომლებსაც უნგრეთის მთავრობა "ომით დაზარალებულად" მიიჩნევს, უფლება აქვთ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული საცხოვრებლის უფლებით ისარგებლონ.

სოფელ კოჩში, ასობით ქალი და ბავშვი ქუჩაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მათ ადგილობრივი თავშესაფრის დატოვება მოუწიათ. ევროპაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომიტეტის წარმომადგენლობა  შიშობს, რომ ადამიანებს სხვა არჩევანი არ დარჩებათ გარდა მათი ნების საწინააღმდეგოდ  უკრაინაში დაბრუნების  ან  უსახლკაროდ დარჩენის.

„რა თქმა უნდა, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება არის და უნდა დარჩეს ფუნდამენტურ უფლებად, ეს ასევე უნდა იყოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და სრულად ნებაყოფლობითი და არა იძულებითი“, - ნათქვამია ევროპაში გაეროს ლტოლვილთა კომიტეტის წარმომადგენლობის განცხადებაში. იგი უნგრეთის   მთავრობას   გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი