გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, 2013-2024 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 828 დასახლებულ პუნქტსა და 200 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა მოუგვარდა. ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაზიფიცირების პროგრამა შეეხო ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც აქამდე ბუნებრივი აირი ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა.
სამომავლოდ, 2022-2025 წლების გაზიფიცირების გეგმით, კიდევ 396 დასახლებულ პუნქტსა და 57 000-მდე აბონენტს მოუწესრიგდება გაზიფიცირების პრობლემა.
2025 წლისთვის კი, საქართველოს გაზიფიცირების დონე 93%-ს მიაღწევს.