სიცილიაში სამძებრო ოპერაცია გრძელდება

21 აგვისტო 2024, 12:43 438 ნახვა

ორშაბათს დილით, სიცილიაში პალერმოს სანაპიროსთან ჩაძირული 50 მეტრიანი იახტის სამძებრო სამუშაოები განახლდა. ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, მათ შორის ბრიტანელი ტექნომაგნატი  მაიკ ლინჩი და საინვესტიციო ბანკ მორგან სტენლის თავმჯდომარე.

ძვირადღირებული იახტის კატასტროფის მიზეზად ზღვაზე მოულოდნელად ამოვარდნილი ძლიერი ქარიშხალი სახელდება. იახტაზე ბრიტანეთის, ამერიკის, კანადის, შრი ლანკისა და ირლანდიის მოქალაქეები, სულ 22 ადამიანი იმყოფებოდა. 15 მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს. აქედან რვა ჰოსპიტალიზებულია, მათ შორისაა ერთი წლის ბავშვიც. იახტა პალერმოსთან ჩაიძირა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი