პუტინი კურსკიდან უკრაინული ძალების განდევნას ითხოვს

20 აგვისტო 2024, 14:04 424 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეიარაღებულ ძალებს 1-ელ ოქტომბრამდე კურსკიდან უკრაინელი სამხედროების განდევნის და ოლქზე კონტროლის დაბრუნება უბრძანა.   რუსები ახლა, კურსკის მიმართულებით ფრონტის ყველა მიმართულებიდან გზავნიან ძალებს, გარდა დონეცკის ოლქის პოკროვსკისა და ტორეცკისა.

„ეს ორ რამეზე მეტყველებს. პირველი - რუსეთს არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის „თავისუფალი“ ძალები და რეზერვები. მეორე - მათთვის, ამ ორი მიმართულებით მცირე წარმატებები იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე კურსკის რეგიონზე კონტროლის დაბრუნება“, - წერს უკრაინული მედია.

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაციას 6 აგვისტოს შემდეგ აგრძელებენ. კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალები 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტს და 92 დასახლებას აკონტროლებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში