უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 158 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

20 აგვისტო 2024, 10:01 278 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 158 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 20 აგვისტოს ღამეს კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს.

„მტერი კვლავ ურტყამს კიევს. სარაკეტო და დრონებით ტერორი არ წყდება! ღამით ოკუპანტებმა დედაქალაქს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს (დრონები საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა). დღეს დილით კი ფრთოსანი რაკეტების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა“, - აღნიშნულია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით მტერმა განაგრძო შეტევითი და თავდასხმის ოპერაციები. ბრძოლები მიმდინარეობს ლიპცისა და ვოლჩანსკის რაიონებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი