ვაწარმოებთ ძალიან რთულ მოლაპარაკებებს, ვინაიდან, მეორე მხარეს დგას მკვლელი, თავაწყვეტილი და ჯიუტი ტერორისტული ორგანიზაცია - ბენიამინ ნეთანიაჰუ

18 აგვისტო 2024, 20:40 320 ნახვა

ისრაელი მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ვაწარმოებთ ძალიან რთულ მოლაპარაკებებს, ვინაიდან, მეორე მხარეს დგას მკვლელი, თავაწყვეტილი და ჯიუტი ტერორისტული ორგანიზაცია. არის სფეროები, სადაც ჩვენ შეგვიძლია გამოვავლინოთ მოქნილობა და არის სფეროები, სადაც მოქნილობას ვერ ვავლენთ და მტკიცედ ვდგავართ. ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცით, როგორ განვასხვაოთ ეს ორი“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი განმარტებით, იმ დიდი ძალისხმევის პარალელურად, რომელსაც ისრაელი გატაცებული მოქალაქეების დასაბრუნებლად ახორციელებს, ის მტკიცედ იცავს მის მიერ დამკვიდრებულ პრინციპებს, რომელიც აუცილებელია ისრაელის უსაფრთხოებისთვის.

ისრაელის პრემიერის თქმით, „ჰამასი“ აგრძელებს შეთანხმებაზე უარის თქმას.

„ჰამასს" დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე წარმომადგენელიც კი არ გაუგზავნია. ზეწოლა უნდა იყოს მიმართული „ჰამასზე“ და მის ლიდერ იაჰია სინვარზე და არა ისრაელის მთავრობაზე“, - ამბობს ნეთანიაჰუ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი