თურქეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

18 აგვისტო 2024, 10:04 340 ნახვა

თურქეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან.

თურქეთის სატყეო სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი ქვეყნის ხუთ პროვინციაში მძვინვარებს. 

მინისტრ იბრაჰიმ იუმაკლის განცხადებით, იზმირის პროვინციის კარშიაკის რაიონში ხანძარი სამი პირის მიერ, პიკნიკის დროს დანთებული ცეცხლის შედეგად გაჩნდა. 

ცეცხლი, რომელიც იზმირში ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა, პარასკევს საცხოვრებელ სახლებსა და ბიზნესობიექტებს მოედო, რის გამოც ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. იზმირის მერის, ჩემილ თუღაის ინფორმაციით, დამწვარია 16 საცხოვრებელი სახლი და ინდუსტრიულ ზონაში მდებარე 30 ობიექტი. ხანძრის შედეგად დაშავდა 78 ადამიანი.

ტყის ხანძარს ებრძვიან თურქეთის დასავლეთითაც, აიდინისა და მანისას პროვინციებში, ასევე, ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ბოლუსა და ქარაბუქის პროვინციებში.

სატყეო სამინისტრო აცხადებს, რომ მომავალი ათი დღის განმავლობაში მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურის და ძლიერი ქარის გამო, ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი ქვეყნის 12 პროვინციაში არსებობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი