რუსებმა უკრაინის ქალაქი სუმი დაბომბეს

17 აგვისტო 2024, 16:45 141 ნახვა

რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ სუმში საცხოვრებელ რაიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს - დაშავებულია ორი ადამიანი.

ინფორმაციას სუმის ოლქის პროკურატურა ვრცელებს.

„ისკანდერის“ რაკეტა ერთ-ერთ ავტოსადგომზე ჩამოვარდა. დაზიანდა სავაჭრო ცენტრის შენობა და ხუთი საცხოვრებელი კორპუსი.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ გასულ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული „შაჰედის“ 14-ივე დრონი ჩამოაგდო.

უპილოტო საფრენი აპარატები განადგურებულია ნიკოლაევის, ჩერკასის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და კიევის ოლქების თავზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში