საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ფოლკლორის განვითარებასა და საზღვარგარეთ მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ეთნომუსიკოლოგები ედიშერ და გიორგი გარაყანიძეები სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტმა ედიშერ გარაყანიძის შვილიშვილს გიორგი გარაყანიძესა და გიორგი გარაყანიძის მეუღლეს მაგდა კევლიშვილს გადასცა.