ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, განცხადებით, 18:00 საათამდე მიმართონ.
სააპელაციო განაცხადების ჩაბარება მიიღება მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი. აბიტურიენტს შეუძლია, გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.
ცენტრი დაინტერესებულ პირებს სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქციას სთავაზობს.