„ნავსადგური - სახელად სოხუმი“ წიგნის პრეზენტაცია

07 აგვისტო 2024, 14:09 562 ნახვა

ნავსადგური - სახელად ‘’სოხუმი’’  -  ასე ჰქვია წიგნს რომლის პრეზენტაციაც დღეს ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

ახალგაზრდა მწერალი დაჩი ახვლედიანი წიგნში ქართულ აფხაზურ ურთიერთობებზე  წერს,  დიდი ნაწილი ეთმობა მოგონებებს სოხუმის  შესახებ. პრეზენტაციაზე  საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. 

შეხვედრა ფონდ ‘’ალილო 2015’’-ის  ორგანიზებით, პროგრამა ახალგაზრდა  შემოქმედების მხარდაჭერის  ფარგლებში  გაიმართა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში