ბრიტანეთში ანტიისლამური დემონსტრაციების მონაწილე 380 ადამიანი დააკავეს

06 აგვისტო 2024, 14:01 423 ნახვა

ბრიტანეთში, ანტიისლამური დემონსტრაციების მონაწილე 380 ადამიანია დაკავებული. პოლიცია მასობრივი არეულობის მომწყობი პირების იდენტიფიცირებასა და პასუხისგებაში მიცემის პროცესს აგრძელებს.   

ულტრამემარჯვენე ჯგუფები ინგლისის რამდენიმე ქალაქში მეჩეთების, ადმინისტრაციული შენობებისა და მაღაზიების, თავშესაფრის მომთხოვნთა სასტუმროების გაწევას ცდილობდნენ.

"ინგლისის დაცვის ლიგის" წევრები ბრიტანეთში იმიგრანტების შემოდინებას აპროტესტებენ. ძალადობის ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 17 წლის მოზარდი, დანით, საბავშვო საცეკვაო სკოლაში შევარდა, 3 ბავშვი მოკლა, ცხრა კი დაჭრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში