უჩერდება თუ არა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და ლუგარის ლაბორატორიას შეერთებული შტატების დაფინანსება? არსებული ინფორმაციით, ეს თანხა 95 მილიონი დოლარის დახმარების ნაწილია, რომელიც გასულ კვირას ამერიკამ საქართველოს მთავრობას შეუჩერა.
ვაშინგტონი ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, ცენტრი ყოველწლიურად შეერთებული შტატებისგან 10 მილიონი დოლარის დახმარებას იღებდა, რაც სამეცნიერო პროექტებსა და პერსონალის გადამზადებას ხმარდებოდა.
ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, დილიდან შეფასებები კეთდება პარლამენტში.