ვატიკანი პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ზოგიერთი სცენის გამო დამწუხრებულები არიან. ოფიციალური განცხადების მიხედვით, წმინდა საყდარი უერთდება მათ, ვინც უკანასკნელ დღეებში ხმა აიმაღლა, ბევრი ქრისტიანია და სხვა რელიგიების წარმომადგენელთა შეურაცყოფის დასაგმობად.
ვატიკანში აცხადებენ, რომ პრესტიჟულ ღონისძიებაზე, სადაც მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო ღირებულებების გარშემო, არ უნდა იყოს მინიშნებები, რომლებიც ბევრი ადამიანის რელიგიურ მრწამსს დასცინის. აზრის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც აშკარად არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, პოულობს ზღვარს სხვა ადამიანებისადმი პატივისცემაში.
ცნობისთვის, გახსნის ცერემონიის რეჟისორმა განმარტა, რომ წარმოდგენა რომელიც ბევრმა „საიდუმლო სერობას“ შეადარა, არ იყო შთაგონებული ლეონარდო და ვინჩის ნახატით და ის ნახატ „ოლიმპოს ღმერთებს და წარმართულ დღესასწაულს“ უკავშირდებოდა.