მასიური სარაკეტო შეტევა განხორციელდა ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით. მედიის ცნობით, გალილეას თავზე რკინის გუმბათის მიერ, რაკეტის მრავალი ჩაჭრა დაფიქსირდა. სირენების ხმა გაისმა კირიათ-შმონასა და რამდენიმე მიმდებარე დასახლებაში.
ცნობისთვის, გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმაში, რომლის შედეგადაც 12 ბავშვი დაიღუპა, ისრაელმა „ჰეზბოლა“ დაადანაშულა და შურისძიების პირობა დადო, თუმცა „ჰეზბოლამ“ თავდასხმასთან კავშირი უარყო. რამდენიმე დრის შემდეგ ბეირუთში დაჯგუფებს ლიდერი დაიღუპა, ირანში კი „ჰამასის“ ლიდერი.