სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნაყინის ხარისხი შეამოწმა

03 აგვისტო 2024, 12:18 347 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტო, ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ნაყინის საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს ააქტიურებს. ინსპექტირების ფარგლებში მოწმდება წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმები.

მიმდინარე წელს ნაყინის საწარმოებსა და სარეალიზაციო ქსელში განხორციელდა 60-მდე სახელმწიფო კონტროლი. აღსანიშნავია, რომ კრიტიკული შეუსაბამობა არცერთში გამოვლენილა.მონიტორინგის პროგრამით, სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე საკვლევად, სააგენტოს ინსპექტორები სხვადასხვა სახეობის ნაყინის ნიმუშებს მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გზავნიან.

მიმდინარე წელს უკვე აღებულია ნაყინის 30 ნიმუშზე მეტი, ყველა მათგანი შესაბამისობაშია დადგენილ ნორმებთან. მიმდინარე წელს, სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე გამოსაკვლევად, ნაყინის 60 ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი