ინგლისის ქალაქ საუთპორტში დანით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა, დაშავებულია 9.
პოლიციის ინფორმაციით, 17 წლის თავდამსხმელი საცეკვაო სკოლაში მომღერალ ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეიჭრა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა დაკავებულია, თავდასხმის მოტივი უცნობია.
არსებული ინფორმაციით, ტერორიზმთან რამე კავშირი აღმოჩენილი არ არის. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მომხდარს შოკისმომგვრელი უწოდა.