საჭიროა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება - ჯოზეფ ბორელი გოლანის მაღლობზე თავდასხმაზე

28 ივლისი 2024, 11:48 347 ნახვა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და შოკისმომგვრელს უწოდებს.

„მკაცრად ვგმობ ამ სისხლისღვრას. ჩვენ გვჭირდება ამ მიუღებელი ინციდენტის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია”, - წერს ბორელი.

გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებულ საჰაერო თვდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები. დაშავებულია 30-მდე პირი.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ.

ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რასაც „ჰეზბოლა“ კატეგორიულად უარყოფს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი