ოთოლთას ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ითვალისწინებს გასული საუკუნის 80-იან წლებში ციხის შიდა და გარე ტერიტორიაზე შესწავლილი ნაგებობების, როგორც კვლევით, ისე გაწმენდით სამუშაოებს.
სამუშაოების მიზანია, ციხის მშენებლობისა და ფუნქციონირების, აქ არსებული მარნების, თონეების და სხვა შენობა-ნაგებობების ქრონოლოგიური ჩარჩოების დაზუსტება, სათანადო ფიქსაცია და მათი მომზადება სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოებისათვის.
არქეოლოგიური სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს, რისთვისაც 31 000 ლარია გამოყოფილი.