ვამაყობ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით -

27 ივლისი 2024, 11:29 427 ნახვა

ვამაყობ ქართველი სპორტსმენების ხილვით პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტი საქართველოს გუნდს ოლიმპიადაზე წარმატებას უსუვებს.

„ვამაყობ ქართველი სპორტსმენების ხილვით პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს გუნდს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ოლიმპიადა სავსე იქნება ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით“, – წერს პრეზიდენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი