საქართველოში 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

27 ივლისი 2024, 10:35 374 ნახვა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები, თბილისის დროით, 09:45 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჩხოროწყუს ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ თაიასთან დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 4.3 მაგნიტუდა შეადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში