ივლისის ბოლო კვირა ბათუმის კორტებზე ტრადიციულად ჯაზს დაეთმობა. დღეიდან 28 ივლისის ჩათვლით, ცნობილი „შავი ზღვის ჯაზფესტივალი“ ჩატარდება. ფესტივალის წლევანდელი პროგრამა აერთიანებს ისეთ ცნობილ ბენდებსა და შემსრულებლებს, როგორებიც არიან ფილიპ ლასიტერი, ჯოჯო მაიერი და The Jacksons-ი. პირდაპირ ეთერში ვრთავთ ჯენი კვანტალიანს რომელიც აშუქებს ჯაზფესტივალს, ჯენი საღამო მშვიდობის, როგორი განწყობაა ადგილზე.