ქობულეთში ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან უნებართვო შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს

26 ივლისი 2024, 10:01 1224 ნახვა
 
ქობულეთში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან უნებართვო შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს - ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
 
მათივე განმარტებით, 2024 წლის 9 მარტს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის გამზირზე 287 ნომერში უნებართვო მშენებლობისთვის შპს ,,გრინ პარკ ქობულეთი” მუნიციპალიტეტის მიერ გაფრთხილებული იქნა უნებართვო მშენებლობის შეჩერების თაობაზე.
 
"2024 წლის 11 ივლისს მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული იქნა დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევისთვის 20 000 ლარით დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ.
 
ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულია დადგენილება უნებართვო მშენებლობის იძულების წესით დენონტაჟის თაობაზე", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი