დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრება ვაჟთა და გოგონათა შორის, როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგში გაიმართა. ასპარეზობაში სულ 80 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 18 აჭარას წარმოადგენდა.
იყვნენ ლეგიონერებიც, რომლებიც სხვადასხვა ევროპულ კლუბში თამაშობს. ტურნირის მთავარი მიზანი საქართველოს ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევა იყო, რომლებიც სხვადასხვა რანგის საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზებენ.