ფრანკფურტის აეროპორტის ტერიტორიაზე ეკოაქტივისტები შეიჭრნენ

25 ივლისი 2024, 10:10 405 ნახვა

გერმანიის ყველაზე დატვირთულმა ფრანკფურტის აეროპორტმა  დღეს ფრენები დროებით შეაჩერა, მიზეზი ასაფრენი ბილიკებზე  კლიმატის აქტივისტების  პროტესტი გახდა.

ფრანკფურტის აეროპორტმა მგზავრებს სთხოვა აეროპორტში გამგზავრებამდე ავიაკომპანიებს დაუკავშირდნენ და მათი რეისის სტატუსი შეამოწმონ. კლიმატის აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ექვსმა პირმა სპეციალური ხელსაწყოებით გაჭრა აეროპორტის ღობე და  ასაფრენ ბილიკებზე სხვადასხვა პუნქტიდან შეძლო შეღწევა.

ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ სურათებზე  მომიტინგეებს ნარინჯისფერი დამცავი ჟილეტები აცვიათ,  ხელები ასფალტზე აქვთ მიწებებული და უჭირავთ პლაკატი წარწერით - ნავთობი კლავს. 

საპროტესტო კამპანიის ფარგლებში ჯგუფმა ჩამოთვალა რამდენიმე ქვეყანა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით, სადაც მსგავსი აქციები იგეგმება.

აქტივისტების მოთხოვნაა გერმანიის მთავრობამ ხელი შეუწყოს 2030 წლისთვის ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოხმარების ეტაპობრივად გაუქმების გლობალური შეთანხმების გაფორმებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში