Snoop Dogg-ი ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას

25 ივლისი 2024, 10:29 184 ნახვა
 

Snoop Dogg-ი პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს, ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას. 

26 ივლისს რეპერი ჩირაღდანს გახსის ცერემონიამდე, პარიზის ჩრდილოეთით, სენ-დენიში გაატარებს, სადაც ოლიმპიური სოფლის ნაწილი, სტადიონი „სტად დე ფრანსი“ და ახალი ოლიმპიური ცენტრი მდებარეობს.

რეპერი პარიზში ტელეკომპანია NBC-ს სპეციალური კორესპონდენტის სტატუსით იმყოფება.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია პარიზში ხვალ გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში