მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

24 ივლისი 2024, 13:18 355 ნახვა

მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის ანდრეი ტორგაშევის მანქანა საცხოვრებელი სახლის ეზოში აფეთქდა. ტორგაშევის მდგომარეობა მძიმეა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აფეთქება მძღოლის სავარძლის ქვეშ განთავსებული დაუდგენელი მოწყობილობის დეტონაციის შედეგად მოხდა.  დაშავდა  ოფიცრის ცოლიც.    

გამოძიება უკრაინული სპეცსამსახურების ქმედებებთან დაკავშირებულ ვერსიაზე მუშაობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში