აჭარის მაღალმთიანეთში სალაშქრო ფესტივალი გრძელდება, დღეს მოლაშქრეები ჩირუხის მთიდან ხიხაძირის ხეობაში გადაინაცვლებენ და ხიხანის ციხეს დალაშქრავენ.
ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება კი გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღშია ჩანიშნული. სალაშრქო ფესტივალში „ ზღვიდან მთამდე“ 100-მდე მოლაშქრე მონაწილეობს.
4 დღის განმავლობაში 45 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი უნდა დაფარონ, ეს მარშუტი ალპურ ზონას მოიცავს და აჭარის ორ მაღალმთიან მუნიციპალიტეტს ხულოსა და შუახევს აერთიანებს.
ფესტივალი აჭარის ტურისტული პროდუქტების სააგენტოს ორგანიზებით იმართება, რომლის მიზანიც აჭარის მაღალმთიანეთში უკვე ცნობილი და ახალი ტურისტული ლოკაციების პოპულარიზაციაა.