ბუდუ ზივზივაძე "კარლსრუეს" საზაფხულო სამზადისს შეუერთდა და "ჰოფენჰაიმთან" ამხანაგურ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა, 21-ე წუთზე ბუდუმ ჯერ თავური დარტყმით აიღო "ჰოფენჰაიმის" კარი, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს მეორეც გაიტანა. საბოლოოდ კი ბუდუს გუნდმა 4:1 გაიმარჯვა.
24 ივლისს "კარლსრუე" მორიგ ამხანაგურ მატჩს "მიუნხენ 1860-თან" გამართავს, 27 ივლისს კი „სტრასბურს“ დაუპირისპირდება.