საბა ლობჟანიძემ „ემ-ელ-ეს“-ში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა. ქართველმა შემტევმა ორი საგოლე პასი შეასრულა მეორე ტაიმში, რაც "კოლამბუსთან" 0:1 წაგებული პირველი ნახევრი შემდეგ "ატლანტას" 2:1 გამარჯვებაში დაეხმარა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდში მეორე იყო შეფასებებში. მას 7,8 ქულა დაუწერეს.
ახლა მის ანგარიშზე ექვსი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.