კურორტ გოდერძიზე დღეს "მთის დღეები" გაიმართა. მოეწყო გამოფენა გაყიდვები, მუსიკალური შოუ, ცხენებით გასეირნება. კულინარიული მასტერკლასები. ჯგუფ რეგიონის კონცერტი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დააჯილდოვა ხულოელები რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ხულოს მთის განვითარებაში გოდერძისა და ბეშუმის ცხოვრებაში.
ფესტივალში ადგილობრივი მეწარმეებიც ჩაერთვნენ. კურორტზე შეიკრიბნენ ადგილობრივები, მოიალაღეები, კურორტის სტუმრები. მთის დღეებო გოდერძიზე წელს პირველად ჩატარდა მისი მიზანი სამთო კურორტის განვითარებაზე ზრუნვა და ადგილობრივი კულტურის გასტრონომიის ტრადიციების ფართო მასებისთვის გაცნობაა. მთის დღეები მთავრობის ორგანიზებით იმართება