გასტრონომიული ფესტივალი ლონდონში

19 ივლისი 2024, 11:08 344 ნახვა

საქართველოს წარმომადგენელთა ნაწილი განაგრძობს ლონდონში მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობას, ამჯერად The National Geographic Traveller Food Festival-ის გამართვამდე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოს სტენდი დაათვალიერა და მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, “მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართება.

საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში, ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen მოეწყობა.

ფესტივალში ქართველი შეფები და სომელიეები მონაწილეობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი