თურქეთში ტყის ხანძრის გამო იზმირის აეროპორტი დაიხურა და ავიაკომპანიები რეისებს ახლომდებარე ქალაქებში ასრულებენ. მათ შორის არის ქალაქ ბოდრუმის აეროპორტიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 7 თვითმფრინავი, 16 შვეულმფრენი და 35 სახანძრო მანქანა მონაწილეობს.