16 ადამიანი ემსხვერპლა ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ სიჩუანის პროვინციაში უნივერმაღში გაჩენილ ხანძარს. ხანძარი 14 სართულიან შენობაში გაჩნდა.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი ღია ეთერში აშუქებდა შემთხვევის ადგილზე მიმდინარე სამაშველო ოპერაციას, რომელიც დილის 3 საათზე დასრულდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.