მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნობას აღნიშნავს

15 ივლისი 2024, 13:31 350 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის პატიოსანი სამოსელის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში 1994 წლიდან აღინიშნება.  ვლაქერნობის დღესასწაულზე, ტრადიციულად ზუგდიდში  უამრავი მომლოცველი და მორწმუნე ჩადის.

სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში იმყოფებიან სასულიერო პირები რუმინეთიდან, საბერძნეთიდან და უკრაინიდან. პროცესი ტრადიციულად ზუგდიდის დადიანების სასახლის მუზეუმიდან იწყება , იქ სადაც კვართი ინახება.

გაიმართა ფეხით მსვლელობა. პროცესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან დასრულდა. 

მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ კვართს ემთხვიონ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი