თავდასხმა ტრამპზე - თვითმხილველები ფაქტს იხსენებენ

14 ივლისი 2024, 18:00 372 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა - ისინი, ვინც დონალდ ტრამპტთან შეხვედრას ესწრებოდნენ და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეს ყვებიან რა ხდებოდა ადგილზე.  თავად ტრამპმა მხარდამჭერებს სოციალური პლატფორმის საშუალებით მიმართა და მათ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ვიცით, რომ თავდამსხმელი, რომელიც სპეცსამსახურის თანამშრომლებმა ადგილზევე გაანეიტრალეს, 20 წლის თომას კრიუქსია. მან გარდა იმისა, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დაჭრა, ასევე შეკრებაზე ერთი ადამიანი მოკლა, კიდევ ორი კი მძიმედ არის დაჭრილი. არსებული ცნობით, იგი  შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 70 კილომეტრით დაშორებულ დასახლებაში ცხოვრობდა.

საჯარო ჩანაწერების მიხედვით, კრუქსი რესპუბლიკელების ამომრჩევლად იყო დარეგისტრირებული, თუმცა 15 დოლარი შესწირა დემოკრატებთან დაკავშირებულ ჯგუფს. მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, თავდამსხმელი ხმას პირველად მისცემდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი