მსოფლიო ლიდერები ტრამპზე თავდასხმას გმობენ

14 ივლისი 2024, 15:08 270 ნახვა

პოლიტიკოსები და პოლიტიკური ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმას ერთმანეთის მიყოლებით გმობენ. უკვე კეთდება შეფასებები, რომ შემთხვევა გავლენას იქონიებს წინასაარჩევნო კამპანიის შემდგომ ხასიათზე. 

ამაზრზენი და საფრტხე დემოკრატიისთვის - ასე აფასებს ტრამპზე თავდასხმას გერმანიი კანცლერი ოლაფ შოლცი. მკვლელობის მცდელობის ფაქტით აღშფოთებულია საფრანგეთის პრეზიდენტიც.

ემანუელ მაკრონი წერს, რომ ეს დემოკრატიისთვის ტრაგედიაა. თავდასხმას გმობს ნატოს გენერალური მდივანიც.

„პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს ჩვენს დემოკრატიულ ქვეყნებში. ნატო-ს მოკავშირეები ერთად დგანან ჩვენი თავისუფლებისა და ღირებულებების დასაცავად”, – წერს იენს სტოლტენბერგი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი