დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია - FBI

14 ივლისი 2024, 10:59 320 ნახვა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეხვედრაზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.

„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაადგინა, რომ 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი მონაწილეობდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად და ყველას, ვისაც აქვს რაიმე სახის ინფორმაცია, მოვუწოდებთ დაეხმაროს გამოძიებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. ორი კი, მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი