მსროლელის შესახებ, რომელიც ახლა გარდაცვლილია, არაფერია ცნობილი, მე მესროლა ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა - დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2024, 10:38 352 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მომხდარი სროლის შესახებ წერს. იგი უსამძიმრებს თავის მხარდამჭერ მიტინგზე სროლის შედეგად დაღუპული პირის ოჯახის წევრებს, ასევე, მხარდაჭერას უცხადებს მძიმედ დაშავებულის ოჯახს.

ტრამპი საუბრობს ინციდენტის დეტალებზე.

„მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის საიდუმლო სამსახურს და სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი რეაგირებისთვის სროლაზე, რომელიც ახლახან მოხდა ბატლერში, პენსილვანიაში. რაც მთავარია, მინდა, მივუსამძიმრო აქციაზე დაღუპული ადამიანის ოჯახს და ასევე, მივმართო მძიმედ დაშავებულის ოჯახს. წარმოუდგენელია, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. მსროლელის შესახებ, რომელიც ახლა გარდაცვლილია, ამ დროისთვის, არაფერია ცნობილი. მე მესროლა ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც არ იყო წესრიგში, როცა გავიგე ხმა, გასროლა და მაშინვე ვიგრძენი კანზე ტყვია. ბევრი სისხლი დავინახე, ამიტომ, მივხვდი, რაც ხდებოდა“, – წერს ტრამპი.

პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო, რა დროსაც დონალდ ტრამპი დაშავდა. მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულია მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი, ერთი პირი კი, მძიმე მდგომარეობაშია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი