2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის - პრემიერი

13 ივლისი 2024, 16:12 347 ნახვა

2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე, როგორ ხედავს მთავრობის მეთაური ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, პრემიერმა აღნიშნა, რომ განწყობა არის ოპტიმისტური და გაგრძელდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წლისთვის აბსოლუტურად რეალურია საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში“, – აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი