ოთხი თვე არჩევნებამდე - დიდი საერთო ოპოზიციური ერთობა ჯერ კიდევ ვერ შედგა. მორიგი ოპოზიციური პლატფორმა სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში ჩამოყალიბდება. ერთმანეთთან დაპირისპირებულები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ გადალაგებები ოპოზიციაში არა რეალური ლიდერების გარშემო გაერთიანების, არამედ პოლიტიკური ვაჭრობის შედეგია.