ნიგერიაში სკოლა ჩამოინგრა

13 ივლისი 2024, 14:40 218 ნახვა

ნიგერიაში სკოლის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, 130-ზე მეტი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში სადაც 1000 მოსწავლე იმყოფებოდა, შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, ნანგრევების ქვეშ 100-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. უცნობია, რამ გამოიწვია შენობის ჩამონგრევა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში