საქართველოს ვიცე-პრემიერი, ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

13 ივლისი 2024, 11:59 337 ნახვა

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს.

„აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოებისა და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქვეყნებს შორის გაფორმებული დეკლარაციის მნიშვნელობას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

თავდაცვის უწყების ცნობითვე, ირაკლი ჩიქოვანმა უკვე გამართა შეხვედრა სომეხ კოლეგასთან, სურენ პაპიკიანთან. შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი