ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მშენებლობაზე დაღუპული არასრულწლოვნის შესახებ განცხადებები გაკეთდა

12 ივლისი 2024, 15:01 430 ნახვა

მშენებლობაზე დაღუპული არასრულწლოვნის შესახებ დღეს განცხადებები გაკეთდა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე.

პარტია ‘’საქართველოსთვის’’ დეპუტატი აკაკი გვიანიძე პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კონტროლი უნდა გამკაცრდეს. მათ შორის სამშენებლო ნებართვების აღსრულებასა და სტანდარტებთან  შესაბამისობაზე.

მმართველმა გუნდმა ოპოზიციონერი დეპუტატი დემაგოგიაში დაადანაშაულა, მათი განცხადებით, საკითხი საკრებულოს კომპეტენციას სცდება. ისინი კომპანიის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დანაშაულის დამტკიცების  შემთხვევაში რეაგირება უნდა იყოს მკაცრი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი