საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკას ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
მთავრობის მეთაური, ვიცე-პრემიერთან, ერთად, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ.