გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის უმრავლესობამ კიევის საავადმყოფოზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიში დაგმო. დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის, განცხადებით რუსეთის ეს შეტევები არის გაეროს უშიშროების საბჭოს სირცხვილი.
საფრანგეთის წარმომადგენელმა შეტევას სამხედრო დანაშაულში მორიგი ჩანაწერი უწოდა.
ჩინეთის წარმომადგენელს კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე შეტევა არ დაუგმია, მაგრამ განაცხადა, რომ „საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, რასაც მსხვერპლი მოჰყვება და, რომ „ჩინეთი ამით უაღრესად შეშფოთებულია“.