„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი არის გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის ხელში“ - განაცხადა მედიასთან გერმანიის ელჩმა საერთაშორისო კონფერენციის, „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გახსნამდე.
პიტერ ფიშერი საქართველოს გაწევრიანების პროცესის შენელებაზე საუბრობს.
ელჩის ინფორმაციით, ქართველებმა უნდა იფიქრონ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ევროკავშირში გაწევრიანება.
საერთაშორისო კონფერენცია თბილისში გუშინ ევროკავშირის ელჩმა გახსნა.